ახალი ამბები
ზუგდიდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტის ემა გოგოხიასთვის პროფესიული საქმიანობისა და მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მას ბრალდებულის ძმამ და ახლობლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს.

გოგოხიას თქმით, მუქარები მისი მისამართით მას შემდეგ დაიწყო, რაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა. ინციდენტი გუშინ სასამართლოს მიმდებარედ მოხდა. მოგვიანებით კი ფაქტის შესახებ ემა გოგიხიამ პოლიციაში განაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 155-ე მუქარისა და 154-ე ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო. გოგოხია პოლიციაში წუხელ გამოიკითხა.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე რომან მალანია და მამა სიმონი (გიგა ქავთარაძე) რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატი: დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა
Print