რეგიონი
ლელა ქებურია: სისტემა უკვე დიდი ხანია ყარს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდელი დეპუტატი ლელა ქებურია ამბობს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების მოსხმასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მისივე თქმით, ის სხდომათა დარბაზში გარკვეული დრის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. პარლამენტარი ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის მიერ მისი მისამართით გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა და სისტემა დიდი ხანია ყარს.

„მე როგორც გავიგე, რაღაც სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის აბსურდული განცხდადებები მოვისინე, ტერორისტული აქტიაო. თუ რაღაც ნივთიერებაა მოსხმული ჯერ უნდა შეისწავლონ და მერე აკეთონ ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. სისტემა დიდი ხანია უკვე ყარს, მართლა სუნი ასდის უკვე ამ ყველაფერს, უბრალოდ ვერ გრძნობენ ამას, - ამბობს ქაბურია.

საკანონმდებლო ორგანოში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ „სირცხვილია“ აიღო.

სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას თქვა, რომ დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. იგივეს ამბობდა დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი. მისი თქმით, უსიამოვნო სუნი დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

Print