რეგიონი
მანათობელი - „მე მიყვარს ზუგდიდი“ კვლავ დააზიანეს
სკეიტ-პარკში განთავსებული მანათობელი - „მე მიყვარს ზუგდიდი“ ისვევ დააზიანეს და მისი შეკეთება მუნიციპალიტეტს უკვე მერამდენედ უწევს. როგორც რადიო „ათინათს“ მერიაში უთხრეს, მანათობელის პირვანდელი სახის აღსადგენად ჯგუფი უკვე გასულია.

მანათობელის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარი გამოიყო. წარწერის სიმაღლე - 150 სმ, სიგანე კი 11-12 მეტრია.

Print