რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა გუშინ გაჩენილი ხანძრის გამო დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეების გადაბელვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მოქალაქეებს ალტერნატიული გზით შეეძლებათ სარგებლობა.

ძლიერი ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში. ხანძრის შედეგად დამწვარია თხილის პლანტაცია და წიწვოვანი ხეები.

Print