ახალი ამბები
ზუგდიდში პოლიციამ მამაკაცი გააჩერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ქოთნით კანაფის ნერგი გადაჰქონდა
ზუგდიდში, მთავარი მოედნის მიმდებარედ საპატრულო პოლიციამ 65 წლამდე მამაკაცი გააჩერა, რომელსაც ქოთნით კანაფის ნერგი, სავარაუდოდ, გაჰქონდა.

"ვნახე რომ გააჩერეს მანქანა, მგონი გადამოწმების მიზნით. მამაკაცს თან ჰქონდა ქოთანში ჩარგული პატარა 15-20სმ-მდე ნერგი. არ ვიცი ჯარიმა გამოუწერეს თუ დააკავეს. ქოთანი, რომელიც ვნახე პოლიციის მანქანის საბარგულზე იდო“,- უთხრა რადიო „ათინათს“ თვითმხილველმა.



შს სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 265-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს. ამ მუხლში ბოლოს შესული ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება ისჯება  ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, დაკავებულს, სავარაუდოდ, დააჯარიმებენ.
Print