ახალი ამბები
პროკურატურა სასამართლოს დეპუტატ ბათლომე შელიასთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ბათლომე შელიას და "წითელი ჯვრის" მოხალისეს დავით ღურწკაიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება დეპუტატსა და სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ ინციდენტს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.- მ რ.ზ.- ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.- მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პოროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნოით, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით.

ამავე თემაზე:

ბათლომე შელია: ჩემთვის ბრალის წაყენება დამოკლეს მახვილია წინასაარჩევნოდ

პროკურატურა სასამართლოს დეპუტატ ბათლომე შელისასთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

Print