ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ღვთისმშობლის ფრესკა აღიმართება - საკრებულოს გადაწყვეტილება
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვას მხარი დაუჭირა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პროექტი ყველა დეპუტატმა მოიწონა. სხდომას არ ესწრებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

ფრესკის პროექტი საკრებულოს წევრებს მამა ანდრია კემულარიამ წარუდგინა. სასულიერო პირმა ფრესკის აღმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ნიშა ქალაქში შემოსულ სტუმრებს ღვთისმშობლის სამოსელის ზუგდიდი დაბრძანებას ამცნობს.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ეპარქიის პროექტი მოიწონა და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დეპუტატმა თამუნა ჯიქიამ აღნიშნა, რომ მას ფრესკის აღმართვა უფრო მიზანშეწონილად მაცხოვრის გორაზე მიაჩნია, თუმცა ხალხის მოსაზრებას ეთანხმება და პროექტს ამიტომ უჭერს მხარს. 

პროექტის მიხედვით, მოზაიკური ფრესკის მთლიანი ზომა 6.7 X 3.7 მეტრია. ეპარქიის განმარტებით, მაკეტი ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ის საპატრიარქომ მოიწონა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის შესაძლო აღმართვაზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

სასულიერო პირი ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის შესაძლო განთავსებაზე მოქალაქეს პასუხობს

მამა დიმიტრი ვეკუა: ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი პატრიარქმა მოიწონა 

ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვის ინიციატივას საჯაროდ განიხილავენ

მამუკა წოწერია მოედანზე ფრესკის აღმართვაზე: შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობებს ზღუდავდეს (ვიდეო)

დეპუტატი სანდრო სორდია ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის განთავსებას არ ეთანხმება (ვიდეო)

ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის აღმართვამ ზუგდიდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა იგეგმება


Print