რეგიონი
ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვის ინიციატივას საჯაროდ განიხილავენ
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის განთავსებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ უთხრა. ის ფიქრობს, რომ ზუგდიდელები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ეპარქიაში ასევე თვლიან, რომ ფრესკის განთავსება რელიგიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ზუგდიდში ბრძანდება სამყაროს უწმინდესი დედის, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი და ქალაქს, როცა ტურისტი ან პილიგრიმი ესტუმრება, იხილავს ამ მოზაიკას და დაინტერესდება მისით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რელიგიური ტურიზმი განვითარებულია, ჩვენთან პირიქით. ალბათ, ხელისფულება უნდა იყოს ამით დაინტერესებული, თუ მით უფრო, ეს მოსახლეობის ნაწილის ნებას წარმოადგენს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა და იმედია ეს გამოჩნდება", - ამბობს მამა დიმიტრი ვეკუა. 

საჯარო განხილვა 20 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართება. 

თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი გასული წლის 2 ივნისს აღმართეს, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა იგეგმება

ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის აღმართვამ ზუგდიდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

მამუკა წოწერია მოედანზე ფრესკის აღმართვაზე: შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობებს ზღუდავდეს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.