ახალი ამბები
ზუგდიდში საბავშვო ავტოდრომი და ატრაქციონები გაიხსნა
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ, ე.წ. ფრანგულ პარკში არსებული საბავშვო ავტოდრომი და ატრაქციონი დღეს გაიხსნა. მერიაში ამბობენ, რომ გასართობ მოედანზე უსაფრთხოების ნორმა დაცულია.

„დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა და ეტაპობრივად კვლავ ჩაუტარდება. ასევე დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციებიც. საბავშვო გასართობი მოედანი უკვე მზად არის ბავშვებს ზაფხულის ცხელი დღეები გაუხალისოს“, - ამბობენ მერიის "კეთილმოწყობის ცენტრში".

სამუშაო საათებია: სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 16:00-დან 00:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 12:00-დან 20:00-მდე.


Print