ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე კორპუსში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლი მესამე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მათივე თქმით, მოსახლეობამ გარეთ გამოსვლა დროულად შეძლო. 


"გაზის ბრალია მგონი, ზუსტად არ ვიცი", - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
Print