ახალი ამბები
სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში - დაკავებულია ერთი მოქალაქე
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე მოქალაქე დააკავეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხრეკა მამაკაცის მანქანას ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია ამოიღო თუ არა პოლიციამ უკანონო ნივთი ან რა მიზეზით მოხდა მამაკაცის დაკავება. მეზობლების თქმით, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჯერ არ ჩატარებულასაგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.
Print