ახალი ამბები
ზუგდიდში შსს-ს თანამშრომელი პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ ხელყოფისა და მუქარის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას და მუქარას გულისხმობს. 

Print