რეგიონი
სოფელ ნაცატუს მოსახლეობა ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავს
ზუგდიდის სოფელ ნაცატუს მოსახლეობა მერიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი მერთან, გიორგი შენგელიასთან ითხოვენ შეხვედრას. აქციის მონაწილეების თქმით, მათ აინტერესებთ კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება სოფელში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ისინი მათი თანასოფლელის გათავისუფლებას თხოვენ.

აქციის მონაწილეებს მერიაში უთხრეს, რომ გიორგი შენგელია ადგილზე არ იმყოფება. ისინი ამ წუთებში მერის მოადგილესთან მართავენ შეხვედრას.

ინფორმაციისთვის, მათ დილით აქცია ნაცატუში გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციელებმა ერთი ადგილობრივი დააკავეს. 


Print