ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ორსართულიანი სახლი იწვის
ზუგდიდში, ჩარგაზიას ქუჩაზე ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 4 ეკიპაჟი მუშაობს. ამავე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
Print