ახალი ამბები
მესხი: უბნებზე ოქმები შესწორდა, პროცესი მედიის და დამკვირვებლების დასწრებას არ ითვალისწინებს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ 16 საარჩევნო უბანზე ოქმები შესწორდა, თუმცა, არცერთ მათგანზე არც საარჩევნო სუბიექტების ხმები გასწორებულა და არც შედეგზე მოუხდენია გავლენა. რაც შეეხება ფაქტს, რომ აღნიშნულ პროცესზე მედია და არსამთავრობოები არ დაუშვეს, მესხი ამბობს, რომ ეს სამუშაო პროცესია და დაკვირვებას არ საჭიროებს.

„არანაირი კანონი არ დარღვეულა, კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს კომისიას აქვს უფლება, თუ ფიქსირდება ხარვეზები, დაურთოს შესწორების ოქმი. ვინაიდან მათი ბეჭედი დალუქულია, მათი სხდომა საოლქოში იმართება. იკვლევა ფაქტობრივი გარემოებები და მოწმდება საოლქოს ბეჭდით. ეს ყველაფერი ასახულია, თან ერთვის დედნებს, გასწორდა მიღებული ბიულეტენის რაოდებობა, ზოგს ჰქონდა გამორჩენილი, ტექნიკური ხარვეზი იყო, მეორე მონაცემი, რაც გასწროდა, ესაა მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. სულ 16 უბანზეა საუბარი. ეს არის სამუშაო შეხვედრა ოლქსა და კომიიას შორის. კომისიას აქვს ამის უფლებამოსილება, საოლქო ამოწმებს ბეჭდით კომისიის გადაწყვეტილებას. არაა ეს ის ფორმატი, რომელიც საჭიროებს დაკვირვებას, არ ითვალისწინებს“, - განაცხადა მესხმა.

#67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საუბნო კომისიის წევრები და თავმჯდომარეები პერიოდულად შედიოდნენ, გუშინ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტები არ დაუშვეს.

ამავე თემაზე:

ცესკო შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზების ჩასწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


Print