ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქოში, სადაც ბიულეტენებს ასწორებდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობოები არ დაუშვეს (ვიდეო)
#67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საუბნო კომისიის წევრები და თავმჯდომარეები პერიოდულად შედიოდნენ, დღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტები არ დაუშვეს. როგორც ადგილზე განგვიმარტეს ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია. ჩვენს კითხვაზე, თუ რა მიზეზით იმყოფებოდნენ კომისიის წევრები საოლქოში პასუხი ვერ მივიღეთ, მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ცესკოში "ნათესავთან იმყოფებოდა".

ინტერნეტ გამოცემა "ლაივპრესის" ჟურნალისტი ნანა ხუბუტია ამბობს, რომ მას ერთ-ერთი დამკვირვებელი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ოქმების ასლები გამოეთხოვა, თუმცა მას დაცვამ შესვლაზე უარი უთხრა. 

"დავუკავშირდი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს და მან მითხრა, რომ აქ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მხოლოდ ამ მიზეზით არის შენობაში შიგნით შესვლა შეზღუდული. მოგვიანებით მოვედი და კარებთან ვხედავ, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი. როგორც გავარკვიე ისინი არიან სხვადასხვა უბნის კომისიის წევრები და მხოლოდ მათთვის არის ნებადართული შიგნით შესვლა. ჩვენ, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გვეზღუდება შესვლა, როგორც ეს ორგანიზაციები გვეუბნებიან მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, რომ დახურული სხდომა შეიძლება ჩაატაროს საოლქო კომისიამ. როგორც ირკვევა, ეს არის ზოგადი ტენდენცია და მსგავსი რამე ხდება დღეს საქართველოს სხვადასხვა ოლქებში", - ამბობს ჟურნალისტი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ჯემალ ჭკადუა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუ კი, როგორც მას აქვს ინფორმაცია, საოლქოში შესწორების ოქმები დგინდება, მსგავსი საკითხების განხილვა მათთან ერთად უნდა მოხდეს.

"კომისიის წევრები და თავმჯდომარეები დაიბარეს დღეს საოლქოში. როგორც გვითხრეს, შესწორების ოქმები დგინდება და შემდეგ სხდომაზე განიხილება, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუკი დღევანდელ შეხვედრებს ექნება არაფორმალური სახე და აქ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სხდომაზე გაჟღერებული, ამ სხდომას ექნება ფიქტიური ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს ჩვენთან ერთად", - თქვა ჭკადუამ.
"სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცესკოს მხრიდან მოხდეს განმარტება, თუ რას ნიშნავს "შიდა მუშაობა" რის გამოც, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საოლქოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ცალკეულ შემაჯამებელ ოლქებში, რომელშიც მოუვიდათ შეცდომები უნდა გააკეთონ გარკვეული ჩასწორებები. ჩვენი მისია სწორედ ის არის, რომ დავესწროთ პროცესს და ვნახოთ, რამდენად გამჭვირვალეა, რამდენად სწორად მიმდინარეობს ყველაფერი, თუმცა მოცემულობა არის შემდეგი, რომ არავის არ გვიშვებენ და გვეუბნებიან რომ შიდა მუშაობა მიმდინარეობს, შიდა მუშაობა რას ნიშნავს და რას გულისხმობენ ამის უკვე არავინ გვიმარტავს", - გვითხრა ლოგუამ.

ადგილზე იმყოფებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელიც, რომელიც საოლქოში ასევე არ შეუშვეს.

"პრობლემურია, რომ დამკვირვებელ ორგანიციებს არ მიეცათ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლება, რაც უზრუნველყოფდა პროცესის გამჭვირვალობას", - მიიჩნევს არჩილ თოდუა.

საოლქოს ერთადერთი წევრი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება მოისურვა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბესიკ დონაძეა. როგორც მან განმარტა, ამჟამად საოლქო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებს იბარებს, სადაც სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი და უზუსტობაა.

"აქ იყო რამოდენიმე ისეთი ოლქი, სადაც ოპოზიციის ხმა იყო არასწორად ჩაწერილი, უნდა ყოფილიყო მეტი და ეწერა ნაკლები, მოხდა ამ რამოდენიმე ოქმის შესწორება. ოქმებში არის ტექნიკური ხარვეზები, არ ჯდება ბალანსი და გამომდინარე აქედან, ჩვენ ამ ოქმებს როდესაც ავიღებთ, გავასაჩივრებთ საჭირო ვადებში სასამართლოში. დაახლოებით 15- 16 უბანს ჰქონდა ეს პრობლემა", - თქვა დონაძემ.
მისივე თქმით, ისევე როგორც ყველა სხვა საარჩევნო პროცედურული დარღვევა, ეს გარკვეულწილად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე. დონაძე მიიჩნევს, რომ ის პროცედურები, რაც დღეს საოლქოში მიმდინარეობს, საარჩევნო უბნებზევე უნდა ჩაეტარებინათ. ის ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში საჩივარს დაწერს, რადგან არასამთავრობოებისა და მედიის საოლქოში არ დაშვება კანონის უხეში დარღვევაა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.