ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება - რესურსცენტრი
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლების სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მისივე თქმით, სოფლის არცერთი სკოლა კორონავირუსის გამო არ არის დახურული და სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში მიმდინარეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარასა და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში სწავლა დისტანციური რეჟიმში შენარჩუნება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. დაწესებული შეზღუდვა 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. 

Print