ახალი ამბები
ყულევსა და ჭურიას შორის რამდენიმე ჰექტარზე ხანძარია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, კონკრეტულად კი ჭურიას შორის ხანძარია. ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე რამდენიმე ჰა-ზე მცენარეებს უკიდია. ყულევის გამგებლის ბუთხუზ ხორავას ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

Print