ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა დახმარებას მიიღებს
ზუგდიდის მერია დახმარებას გაუწევს სოციალურად დაუცველ სამუშიების ოჯახს, რომელსაც სახლი დღეს, დილით დაეწვა. მერის მოადგილის კონსტანტინე კაკავას თქმით, დაზარალებულებს ბინის ქირის გადახდაში დაეხმარებიან და პროგრამით გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებასაც გაუწევენ.

„სამუშიების ოჯახი ყურადღების გარეშე არ დარჩება. გარდა პროგრამით გათვალისწინებული დახმარებისა, ვგეგმავთ 10-15 დღის სამყოფი საკვები მივუტანოთ. შემდეგ ვიფიქრებთ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით ამ ოჯახისთვის“, - აღნიშნა კაკავამ

ინფორმაციისთვის, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელსაც სამი მცირე წლოვანი შვილი ჰყავს, სახლი დაეწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათ საოჯახო ნივთებისა და სურსათ-სანოვაგის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
Print