ახალი ამბები
ერთი წლის შემდეგ ზუგდიდის მუზეუმმა მუშაობა განაახლა
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მუშაობა დღეს, ორ მარტს განაახლა და პირველი დამთვალიერებლები მიიღო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ უთხრა. მისი თქმით, მუზეუმს უკვე 10-მდე სტუმარი ეწვია. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ბერაია განმარტავს, რომ დაწესებულება რეგულაციების სრული დაცვით იმუშავებს.

"დროებითი ცვლილება გვაქვს დროში - ვიხსნებით დილის 11-ის ნახევარზე და ვმუშაობთ 5 საათამდე, თუმცა, უახლოეს თვეებში ჩვეულ დროს დავუბრუნდებით. მზად ვართ, რომ რეგულაციების დაცვით მივიღოთ დამთვალიერებლები, გვაქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობა", - თქვა ლილი ბერაიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა მუშაობა პირველი მარტიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლეს.
Print