ახალი ამბები
ვიცე-მერის გადადგომასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს
მერის პირველი მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციაში განმარტებულია, რომ გიგა ფარულავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიცე-მერმა თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. გიგა ფარულავას არ დაუკონკრეტებია რა მიზეზით გადადგა.
Print