ახალი ამბები
თბილისიდან ზუგდიდში მომავალი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია
თბილისი - ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ერთ- ერთი მგზავრის ინფორმაციით, შემადგენლობა გვირაბში იმყოფებოდა, რა დროსაც მატარებელს ვაგონი მოსწყდა და ის ლიანდაგიდან გადავიდა. მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ამბობს, მოეთხე ვაგონში გადასასვლელი მთლიანად დაზიანებულია.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს ფეისბუკის მომხმარებელი დიმა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მომხადრთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ:

"ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისი-ზუგდიდის  მატარებლს მეოთხე ვაგონი, ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენ".

შეგახსენებთ, თბილისი - ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის თბილისიდან გასვლის დროა 06 : 20 , ხოლო ზუგდიდში შემადგენლობა 12-18 საათზე უნდა ყოფილიყო.



Print