ახალი ამბები
26 მაისს ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის ამსახველი ფოტოები გამოიფინება
ხვალ, 26 მაისს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაკავშირებული ფოტოების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მას ორგანიზებას ასოციაცია „ათინათი“ უწევს.

ფირები ზუგდიდელ შაქრო როგავას ეკუთვნის, რომელიც მისმა შვილიშვილმა ლევან ბებიამ შემთხვევით აღმოაჩინა. სურათებზე 1989-1992 წლების მიტინგები და ეროვნული მოძრაობის ლიდერების შეხვედრებია ასახული.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წელი შეძლო. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდელი ფოტოგრაფის ფირზე აღბეჭდილი ეროვნული მოძრაობა (ფოტო/ვიდეო)


Print