ახალი ამბები
ზუგდიდში, სკვერიდან სკამები მოიპარეს
ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერიდან, რომელიც ვეტერანთა ხეივნის სახელით არის ცნობილი, სამი სკამი მოიპარეს. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობებენ.

„სამწუხარო ფაქტია. პრევენციის მიზნით კი განიხილება ვიდეოკონტროლი“, - გვითხრეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, ხეივანი 2019 წელს გაიხსნა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 252 581 ლარი გამოიყო.


ფოტო: ირინა ყორშია
Print