რეგიონი
ზუგდიდში ქვეითს მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა "ზებრა" - გადასასვლელან ახლოს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი, სავარაუდოდ, მსუბუქად დაშავდა და ის კონტაქტური იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Print