ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში 4 ობიექტი დაიწვა - ადმინისტრაცია
შპს "ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციის ინფორმაციით ხანძრის შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის რამდენიმე მაღაზია დაიწვა. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა მფლობელებს.


ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ და ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

ბაზარში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.




Print