ახალი ამბები
"ქართული ოცნების" კანდიდატმა​ ჩხორია, რიყე, ზედა ეწერისა და ტყაიას მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა
მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი ფიფიამ ზუგდიდის #7 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მოიპოვა. ის ზუგდიდის საკრებულოში 4 სოფლის (ჩხორია, რიყე, ზედა ეწერი, ტყაია) დეპუტატი იქნება. ჯამში მას 1 286 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც სრული მაჩვენებლის 47.72%-ია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წარდგენილმა დავით ვეკუამ 45.45% (1 225 ხმა) მოიპოვა. პარტია "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატმა მურად შეროზიამ 184 ხმა მიიღო, რაც 6.83%-ს უდრის.

აღნიშნულ ოლქში 6 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
Print