ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოდან მოშიმშილეების ​გაყვანა დაიწყო
სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი მოშიმშილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს. აღნიშნულის გამო ცუდად გახდა ენმ-ის წევრი მაია კალანდია, მას სასწრაფოს ბრიგადები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული პოლიციელი. სხდომათა დარბაზში ხმაურია. 

რამდენიმე წუთში აქ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დაიწყება.


Print