ახალი ამბები
საკრებულოდან ყველა მოშიმშილე ძალის გამოყენებით გაიყვანეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ ეტაპისთვის არ იმყოფება არც ერთი მოშიმშილე. პოლიციამ მათი უმრავლესობა ძალის გამოყენებით გაიყვანა. ასევე, დარბაზიდან გამოტანილია მათი პირადი ნივთები და ლეიბები. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განიმუხტა. მანამდე, მოშიმშილეები სამართალდამცავებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდნენ: "პუტინის მონები", "ივანიშვილის ლეკვები" და სხვა.

საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. 

ადგილზე რჩება რამდენიმე ათეული პოლიციელი.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს

ზუგდიდში მოშიმშილეებს საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვება წერილობით თხოვეს

ნაციონალური მოძრაობა აფერხებს საკრებულოს მუშაობას და ამას აკეთებს მიზანმიმართულად - ბესიკ ჭეჟია

მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე

ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ

ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი

ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად ემზადება - წითლიძე


Print