ახალი ამბები
ზუგდიდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print