ახალი ამბები
ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა
ფოთსა და საქართველოს კიდევ 3 ქალაქში ენმ-ის ორგანიზებით საპროტესტო აქციები გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ფასების მატებას აპროტესტებენ. შეკრებილებს ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით "მოვითხოვთ ფოთის ბიუჯეტის გაზრდას", "ხელისუფლება დაგვცინის", "დასაქმებაზე რა ისმის?" და ა.შ. 

"ვხედავთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, როგორ იზრდება ყოველდღიურად ფასები საწვავზე, პროდუქტზე და ა.შ. შესაბამისად, ადამიანებმა ყველა ის ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რისი კონსტიტუციური უფლებაც გვაქვს და ხელისუფლებამდე უნდა მივიდეს გზავნილი, რომ ხალხს არ სურს სიღარიბეში და სიდუხჭირეში ცხოვრება. ბოლო სტატისტიკით როგორც ვნახეთ, სომალის და ავღანეთის გვერდითაა საქართველო სიღარიბის ინდექსით", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათ ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
Print