ახალი ამბები
"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი" - ხვალ ზუგდიდში აქცია-კონცერტი გაიმართება
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესების საკითხზე იმსჯელეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში. შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ბაღის გაფასიანებას აპროტესტებს. ამასთან, შეკრებილებმა სამომავლო გეგმებზე და იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი ის არის, რომ შევხვდეთ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი სივრცეა და გავიზიაროთ მათი აზრები, თუნდაც ჩვენს აქტივობებთან დაკავშირებით.  ზუგდიდელებმა უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე და ვიმოქმედოთ ერთად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მოქალაქეებთან, გავიცნოთ ისინი და დავიყენოთ გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ საჯარო სივრცის გაფასიანება",- ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილია ჭანტურია.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ხვალ, 12 თებერვალს, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე აქცია-კონცერტი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი" გაიმართება.

ინფორმაციისთვის, ბოტანიკური ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა, საქართველოს მოქალაქეებს  2 ლარის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი 5 ლარის გადახდა უწევთ. უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.


ამავე თემაზე: 

ენმ-ის ფრაქცია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს

"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება

მოლარეები კოვიდრეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 6 მოლარე მუშაობს - აუდიტი
Print