ახალი ამბები
"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფისა და მოძრაობა "ხმის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის პირობებში, მოსახლეობას ეს დამატებით ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერიისა და ბაღის ადმინისტრაციის არგუმენტები ვანდალიზმის ფაქტების შემცირების შესახებ, საღ აზრს არის მოკლებული.

"ყველაფერი ძვირდება, ბენზინი, გადასახადები, პროდუქტი, მიუღებლად მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას დაემატოს დამატებითი ხარჯი. ძირითადი არგუმენტები, რასაც ამბობს მერია და ბაღის ადმინისტრაცია, არის ვანდალიზმის ფაქტების აღმოფხვრა, თითქოს გაფასიანება ამას აღკვეთს. ეს არ არის რაღაც ტიპის ჯანსაღი მოსაზრება. საზოგადოების რაღაც ნაწილი ცდილობენ რომ განდევნონ იმ სივრციდან, რომელიც საჯაროა, რომელიც ყველას ეკუთვნის, არის საჯარო სიკეთე. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში გადახდილია დაახლოებით 12 მილიონი, აქედან 70% არის მუნიციპალიტეტის ხარჯი, საიდანაც უმეტესი ნაწილი არის მსოფლიო ბანკისგან მიღებული 11%-იანი სესხი. გარდა ამისა, არის ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც წელს 850 ათასი ლარია. ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ზუგდიდში და ზოგადად, საქართველოს მოქალაქე ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრებით ისედაც იხდის ბაღის მოვლა-პატრონობის გადასახადს. შესაბამისად, ის რომ დაფინანსება მუნიციპალიტეტიდან ისედაც მიდის, ის რომ სესხს მუნიციპალიტეტი იხდის, კიდევ ზედმეტი მისი გაფასიანება არის ყოვლად მიუღებელი", - თქვა მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელმა კაკო ჩიქობავამ.
კიდევ ერთი ზუგდიდელი, კარენ ესებუა მიიჩნევს, რომ ბოტანიკური ბაღი ადგილობრივების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რის გამოც ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მას გაუმართლებლად მიაჩნია.

"ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაცრი - არ უნდა იყოს დაწესებული არანაირი ტარიფი ბოტანიკური ბაღით სარგებლობაზე. ეს მახსენებს იმ დროს, როცა პრივილეგია იყო ამ ბაღით სარგებლობა და ძალიან არ მომწონს, რომ ეს ისევ ხდება. რაღაც ფენისთვის უფრო მარტივი იქნება შესვლა, ყიდვა აბონემენტების და იქნება ფენა, რომელიც ამას ვერ შეძლებს. ძალიან კარგად ხვდებით ალბათ ზუგდიდელები, რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ოჯახებით დადიან, მეგობრობას იწყებენ, კულტურის ნაწილია ჩვეულებრივი და შეუძლებელია, რომ გაამართლოს თუნდაც იმან, რომ ბოტანიკურ ბაღს მოხმარდება ეს თანხა", - აღნიშნა კერენ ესებუამ.

ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ახალგაზრდები სხვა სახის აქტივობებსაც გეგმავენ. 


ამავე თემაზე: 

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.