ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდში ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.რ. ზუგდიდში დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print