ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი ბინა სრულად, ორი კი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძარი კორპუსში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.   
ადგოლობრივებმა ბინებიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. 
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა, ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
 ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულებს მერია დაეხმარება.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები