ახალი ამბები
ფოთში საცხოვრებელი ბინები დაიწვა
ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი ბინა სრულად, ორი კი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძარი კორპუსში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგოლობრივებმა ბინებიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა, ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულებს მერია დაეხმარება.

Print