ახალი ამბები
ბოლო დღეებში წალენჯიხაში 100 ჰა ფართობი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის შედეგად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაახლოებით, 100 ჰა-მდე ფართობი დაიწვა. მათგან დაახლოებით 35 ჰა თხილნარია. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭალეში ხანძრის შედეგად ორი ოჯახია დაზარალებული, რომელებიც თხილნარს ფლობდნენ. ცეცხლი ეკიდა სოფელ საჩინოსა და ნაკიფუში ეკალ-ბარდებსა და ჩაის პლანტაციებსაც.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ზარალის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. მერიაში განმარტავენ, რომ დაზარალებულ ოჯახებს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. 


Print