ახალი ამბები
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ზუგდიდში, საბჭოს ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გარეთ გასვლა და სახანძროს გამოძახება შეძლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის მეორე სართულზე ავეჯისა და ნივთების ნაწილი დაიწვა, თუმცა, სამაშველო სამსახური ხანძრის ადგილზე მალევე მივიდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
Print