ახალი ამბები
აქტივისტმა ზუგდიდის ცენტრში ორმო ნახერხით ამოავსო
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ მეუნარგიას ქუჩაზე საგზაო ორმო ნახერხით ამოავსო. ამასთან ადგილზე დატოვა აბრა, წარწერით "ფრთხილად, ორმოა", "ამოავსე".

რადიო "ათინათთან" საუბარში მან თქვა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ მოქალაქემ მისწერა და შუამდგომლობა თხოვა, თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მერიისგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

"ზუსტად რვა დღის წინ მივიღე ეს წერილი, პოსტიც დავწერე და მივმართე ვიცე მერსაც, რომ მისი სახლის ფანჯრების წინ ორმო ამოევსოთ, რადგან მოსახლეობას არ უსმენდნენ, იქნებ ჩემთვის მაინც მოესმინათ. პოსტმა და მიმართვამ არ გაჭრა, შესაბამისად მივედი და ჩავყარე ნახერხი, ნიშნად იმისა რომ ზუგდიდის მერია არის ცირკი. მაფრთხილებელი ბანერიც დავტოვე", - თქვა სიჭინავამ.ის ამბობს, რომ ორმოს ამოვსებამდე მსგავსი პერფორმანსების გამართვას გეგმავს.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, საგზაო ორმოში ნაძვის ხე ჩადგეს

ორმო, რომელშიც ქოთნით ყვავილი ჩადგეს, ამოვსებულია
Print