ახალი ამბები
ზუგდიდსა და წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება
ზუგდიდსა და წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გამოიგზავნა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდისა და წალენჯიხის მერიებში დაუდასტურეს. მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეების - ბესიკ ჭეჟიასა და თამარ ბელქანიას თქმით, თანხები მუნიციპალიტეტებს სრულად დაუბრუნდება და საკრებულოების ხელმეორედ განხილვას აღარ საჭიროებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 948 ათასი ლარია გამოყოფილი, წალენჯიხის მუნციპალიტეტისთვის კი - 644 ათასი ლარი.

ორივე შემთხვევაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხილვა დაგვიანდა, რაც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. იყო საფრთხე, რომ პროექტი შეჩერებულიყო, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდა.




Print