ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: ააიპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა მომსახურების სფეროს გაზრდამ განაპირობა
ზუგდიდის მერიაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები გაიზარდა. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში თანამშრომელთა მატება მომსახურების სფეროს ზრდამ გამოიწვია. 

"მოსახლეობისთვის განვმარტავთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაქვემდებარებულ ააიპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, განაპირობა მომსახურების სფეროს გაზრდამ. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეცა ახალი ავტობუსები, რომელიც დამატებით მძღოლების აყვანას მოითხოვდა. ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, სადაც დაემატა აღმზრდელები. კეთილმოწყობის ააიპ-ის გადაეცა ახალი ტექნიკა, რამაც ასევე მოითხოვა დამატებითი ტექნიკის ოპერატორების აყვანა", - განმარტავენ მერიაში. 

TI-ს კვლევით სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი, 2 628 ადამიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 იურიდიულ პირში მუშაობს, მათზე 2022 წელს გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა კი 19 მილიონ ლარს აღემატება.
Print