ახალი ამბები
ზუგდიდელი ხანდაზმულებისთვის დღის ცენტრი ფუნქციონირებას განაახლებს
ზუგდიდში ხანდაზმულებისთვის დღის ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც, მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო შეჩერებული იყო, განახლდება. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მისთვის 16 308 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დღის ცენტრით მომსახურება უნდა მოიცავდეს: ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) ერთჯერადი კვებით მომსახურებას მენიუს შესაბამისად, ასევე, სხვადასხვა სოციალური აქტივობის ორგანიზებას, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, მათი ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

ამავე ინფორმაციით, დღის ცენტრის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 60 წელს ზემოთ ასაკის, არაუმეტეს 15 მარტოხელა და მარტოდმცხოვრები ხანდაზმულები.

ტენდერში წინადადებეის 27-დან 29 ივლისის ჩათვლით მიიღება.


Print