ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში 17 უკრაინელი ბავშვი სწავლობს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის მასშტაბით სკოლებში ამ ეტაპზე უკრაინიდან დევნილი 17 ბავშვი აგრძელებს სწავლას. მათგან ყველაზე მეტი, 8 მოსწავლე მეოთხე საჯარო სკოლაშია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში ირიცხებიან:

ოდიშის პირველი საჯარო სკოლა  - 1;

დარჩელის მეორე საჯარო სკოლა - 2;

ჩხორიის საჯარო სკოლა - 1;

განმუხურის საჯარო სკოლა - 1;

ორულუს საჯარო სკოლა - 4.

საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების ზუგდიდის სკოლებში ჩარიცხვა მარტიდან დაიწყო.
Print