ახალი ამბები
ჩხორიაში სახლი დაიწვა
ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში შუახნის მამაკაცი ცხოვრობს, თუმცა ხანძრის დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ერთსართულიანი ნაგებობა სრულად დაიწვა.

შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 11 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. 


Print