ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, ე.წ ფაიფურის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა  და ის, სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


Print