ახალი ამბები
საკრებულომ ზუგდიდის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მიღებას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ენმ-ს წევრი პაატა ადამია იყო. დარბაზში პროტესტის ნიშნად თავიდანვე არ იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია. 

მომავალი წლის ბიუჯეტი 57 882 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება დასახელდა.


ამავე თემაზე: 

სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ დავაზარალოთ ზუგდიდელი ამომრჩეველი - მაია კალანდია ბიუჯეტზე

ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც ზუგდიდის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ


Print