ახალი ამბები
ზუგდიდში ქარის გამო რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა, წაქცეულია ხეები - მერია
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მასშტაბითაც. მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები. ამასთან, ქარმა ცაიშსა და ცაცხვში რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.

"კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" დილიდან აქტიურად მუშაობს პრომლემების მოსაგვარებლად. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის", - გვითხრეს პრესცენტრში.

ამავე ცნობით, არსებულ ვითარებას ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან.

სტიქიამ სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
Print