ახალი ამბები
ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოში, მათ შორის ზუგდიდშიც, რამდენიმე პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოშიც, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულთა შორის 23 ნარკორეალიზატორია.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print