ახალი ამბები
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მრიცხველები აალდა
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო - სამაშველო სამსახურები. 

რადიო "ათინათის" ინფორმაციით,  ცეცხლი მრიცხველებს გაუჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია, ის ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.









Print