ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ათასამდე ადამიანი იყო ჩართული. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, აქციის ფარგლებში, რომელიშიც საჯარო მოხელეები, ა(ა) იპისა და შპს-ების წარმომადგენლები მონაწილოებდნენ, 48 ადმინისტრაციული ერთეული და ქალაქის ტერიტორია დასუფთავდა.




22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით, მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება.

საქართველო დედამიწის საერთაშორისო დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს და ქვეყანაში, ისევე , როგორც მთელს მსოფლიოშიმ გარემოს დაცვის მხარდასაჭერი, მათ შორის გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები იმართება.

Print